უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოახლოებული ზამთარი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება, რადგან რუსეთმა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენებით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს მოიმარაგონ თბილი ტანსაცმელი, სანთლები, ფანრები და ბატარეები, პარალელურად შეზღუდონ ელექტრომოწყობილობების გამოყენება.