აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილი ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტის "სურვილისა და მზაობის მიუხედავად, კოლეგებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება".
ილჰამ ალიევი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
რატომ არ შედგა პრეზიდენტებს შორის შეხვედრა? – ეს დღეს პარლამენტში შეფასებების საგანი გახდა.