ქართველი ძიუდოისტები ბაქოს გრანდ სლემისთვის ემზადებიან

25 ოქტომბერი 2022, 10:16 538 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე 9 სპორტსმენით წარსდგება. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ტატამიზე ვერ ვიხილავთ ქართველ ქალ ძიუდოისტებს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ გრანდ სლემს შარშანაც უმასპინძლა, ქართველი ძიუდოისტების მონაგარი კი 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი იყო: ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი გახდა, ბრინჯაოებს კი ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე დაეუფლნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი