2023 წელს დაიწყება 400 სტუდენტზე გათვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის მშენებლობა - თორნიკე რიჟვაძე

24 ოქტომბერი 2022, 16:26 1854 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსება გაიზრდება.

მისივე თქმით, დაიწყება მისი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა და გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც. ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"2023 წელს დაიწყება 400 სტუდენტზე გათვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის მშენებლობა. 200-მდე სტუდენტს დაუფინანსდება სასწავლო პრაქტიკა საზღვარგარეთ.100 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ. შუახევსა და ხულოში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყობა საგნების გაძლიერებული სწავლების ცენტრები. სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი იზრდება 7 000 000 ლარით და შეადგენს 25 000 000 ლარს. კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. ორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის დაფინანსება 2023 წელს სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. იზრდება მასობრივი სპორტის და ფედერაციების დაფინანსება. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს ერთჯერად ჯილდოებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი