კორეული თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავიდა

24 ოქტომბერი 2022, 10:28 698 ნახვა

სამხრეთ კორეული თვითმფრინავი, რომელიც სეულიდან ფილიპინების ქალაქ სებუში მიფრინავდა,  აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი  ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა. მაშველებმა მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მოახდინეს.   

ცუდი ამინდის გამო თვითმფრინავმა სებუს აეროპორტში დაჯდომა მხოლოდ მესამე მცდელობისას შეძლო.  თვითმფრინავი სერიოზულად დაზიანდა, მას დაზიანებული აქვს წინა შასი.  

ვებ-გვერდ ავიაუსაფრთხოების ქსელის მონაცემებით, რომელიც  საავიაციო ინციდენტების აღნუსხვითაა დაკავებული, კორეულ ავიაკომპანიას  1997 წლიდან მოყოლებული არც ერთი საავიაციო შემთხვევა არ ჰქონია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი