ორი ქართველი ფალავანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 

23 ოქტომბერი 2022, 10:45 581 ნახვა

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლები მოიპოვა. გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ ტურნირი პირველ ადგილებზე დაასრულეს.

გიორგი ელბაქიძემ ფინალში ირანელი სპორტსმენი 8:4 დაამარცხა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალში ყაზახს 5:3 სძლია.

დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის  მირიან მაისურაძე, ევსემ შველიძე და რამაზ თურმანიძე იჭიდავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი