აფეთქება თბილისში

22 ოქტომბერი 2022, 20:03 800 ნახვა

თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ლაღიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები სულ ცოტახნის წინ დასრულდა, თუმცა პოლიცია კვლავ მობილიზებულია მიმდებარე თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც დგას ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ აფეთქების შედეგად დაზიანდა.

ამ დროისთვის, პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. კონკრეტულად ვინ იკითხება საგამოძიებო უწყებაში და რამდენი პირია პოლიციაში გამოკითხვაზე გადაყვანილი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ისმის კამათის ხმა, ამიტომ უჭირთ თქმა, უძღოდა თუ არა აფეთქებას წინ რაიმე დაპირისპირება.

დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 პირი. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში