თბილისში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა

22 ოქტომბერი 2022, 15:03 551 ნახვა

აფეთქება იყო  თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია, ამბობენ იმასაც, რომ აფეთქებამდე ადგილზე ჩხუბის ხმაც ისმოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება  დაიწყო ორი მუხლით, რომლებიც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში