ენმ-დან ნიკა ობოლაძის წასვლას აფასებენ ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელები. პარტიაში აცხადებენ, რომ ნიკას გადაწყვეტილება მოულოდნელი და უცნაური აღმოჩნდა მათთვის. მიაჩნიათ, რომ ნიკა ობოლაძეს, პარტიაში ბევრი საქმის გაკეთება შეეძლო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.
როგორც ობოლაძემ თქვა, რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა ინიციატივა, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაში" რაღაც ახლის დაწყების, რაც მოიცავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.