ხვალ თელავივში რაგბი ევროპის სუპერთასზე სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ადგილობრივ „ჰითს“ ეთამაშება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში, მასპინძლების გამარჯვებით 19:11 დასრულდა. შემდეგ შეხვედრაში „ბათუმმა“ რუმინულ ვულვზ უმასპინძლა და 23:3 გაიმარჯვა. ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის, ვინაიდან მოგებული პლეი-ოფში გადის. დღეს „ბათუმმა“ თელავივის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. აქვე შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის ბოლო შეხვედრაში ზღვისპირელები „შავ ლომს“ დაუპირისპირდებიან.