გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. შეჯიბრებაზე პირველი დაპირისპირებები გამართეს – გიორგი სარდალაშვილმა და თემურ ნოზაძემ.
ახალგაზრდა სარდალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი კოკოლაიევი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა, ნოზაძემ კი ფრანგ ვეგნეს სძლია.
შეჯიბრებაზე პირველი დაპირისპირება გამართა ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველმა იტალიელი ჯულია საგიანო იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
პირველი შეხვედრა მოიგო 66 კილოგრამში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა.