24-26 ოქტომბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

21 ოქტომბერი 2022, 13:50 637 ნახვა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში