რუსეთი ანადგურებს უკრაინის ელექტროსადგურებს, ვინაიდან მას სურს აიძულოს უკრაინელები დატოვონ სახლები და ევროკავშირის ქვეყნებში გადასახლდნენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტში ვიდეოკავშირით მონაწილეობის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უკვე გაანადგურა ქვეყნის ელექტროსადგურების დაახლოებით მესამედი, რამაც კარსმომდგარი ზამთრის პირობებში ქვეყანაში ენერგო და წყალმომარაგების შეფერხება გამოიწვია.
უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება პირველად დაიწყო.
„რუსეთი ასევე პროვოცირებს უკრაინელების მიგრაციის ახალ ტალღას ევროკავშირის ქვეყნებში“ - განაცხადა ზელენსკიმ და ევროპელ მოკავშირეებს უკრაინის მეტი საზენიტო სისტემის უზრუნველყოფისა და ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.