ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ფიცარნაგზე დღეს 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსნები გამოვიდნენ. ატაცში საბა ასანიძემ 140, 144 და 146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში ძალოსანმა ჯერ 175, შემდეგ კი 182 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საბა ასანიძემ ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა და მისი შედეგი 328 კგ. იყო.