ბათუმის სპორტის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ღია და 12 წლამდე კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ორივე კატეგორიაში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
ღონისძიებაში ჩართული იყო 37 მოჭადრაკე. ღია კატეგორიაში თენგიზ დიდმანიძემ გაიმარჯვა, ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა თინათინ ბერიძემ.
12 წლამდე კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებულები შოთა ცეცხლაძე და ანა მალაზონია გახდნენ.