ბათუმში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ავარიულად დაზიანდა კომპანია სოკარის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც გაზმომარეგება შეუწყდა ქალაქ ბათუმის 1200 აბონენტს. კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მილსადენი დღესვე ოპერატიულად აღდგა, მოსახლეობისთვის კი ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე დაიწყო. კომპანია ,,სოკარი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო და მათ გაზის ჩართვისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს . კომპანია ყველა აბონენტს თხოვნით მიმართავს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზგამათბობლებისა და გაზის სხვა მოწყობილობების ონკანები , რათა გაზმომარაგების აღდგენისას არ დაირღვეს უსაფრთხოების ზომები. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო შეფერხების შემთხვევაში მიმართონ კომპანიის ავარიულ სამსახურს ნომერზე 16 114.ინფორმაციას ''სოკარ ჯორჯია'' ავრცელებს.