ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში, კომპანია „ბეთსიტის“ შემდეგ, „გოლმაც“ დაასახელა. სიაში სულ 19 ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესოები 2022/23 სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემების მიხედვით შეირჩა.
იტალიიდან მხოლოდ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი და „მილანის“ პორტუგალიელი შემტევი რაფაელ ლეაოა, რომელიც ქართველს ორი საფეხურით ჩამორჩება.
„უდავოა, რომ დღეს ევროპული სეზონის ვარსკვლავია ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს. ის ამ სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში აღმოჩენა გახდა. ის არის მოთამაშე, რომელმაც თავისი თვალწარმტაცი ფეხბურთით ყველა გაანადგურა. კვარაცხელიას პირდაპირმა სათამაშო სტილმა, ისევე როგორც მისმა უზუსტესმა პასებმა და დარტყმებმა, აღაფრთოვანა გულშემატკივარი ყველა იმ სტადიონზე, სადაც მან 2022-2023 წლებში ითამაშა“,- წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელიც ამ სიაში დაასახელეს. კიდევ ერთი პოპულარული გამოცემა „კალჩიომერკანტო“ კი იუწყება, რომ პრემიერლიგის გრანდები "სიტი" და "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდნენ.