საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დიეგო ჩხიკვაძემ და ბექა გურულმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 67 კგ.წონით კატეგორიაში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელმა დიეგო ჩხიკვაძემ კოლუმბიელი ხულიან ასევედო 3:1 დაამარცხა, 82 კგ.ში კი გურულმა სძლია თურქ ალი ჰანჩს 9:0 მოუგო.
ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ.), ბრინჯაოს მედლებისთვის ორთაბრძოლები წააგეს.
მსოფლიო პირველობაზე 63 კგ.ში ვერცხლის მედალი გიორგი შოთაძემ მოიპოვა, ხოლო 55 კგ.ში გიორგი თოხაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 101 ქულით გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ირანის ნაკრებს ჩამორჩა.