ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამართულ პირველ მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს ჩატარდა, თბილისის მერმა გასცა განკარგულება, შემოწმდეს ყველა ის პროექტი, რომლის ინსპექტირებაც კომპანია "მშენ-ექსპერტმა" შეასრულა. ეს არის კომპანია, რომელმაც მოამზადა ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების დოკუმენტი, რომელიც 29 აგვისტოთია დათარიღებული. ამ ანგარიშის მიღების შემდეგ თბილისის მერიამ "გრინსერვის+-ის" მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. გამოძიება "გრინსერვის+-ს" და "მშენ-ექსპერტს" დოკუმენტაციის შეთანხმებულად გაყალბებას ედავება.13 ოქტომბრის საქმეზე სულ 9 ადამიანია დაკავებული, მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილისთვის კი დაკავება მოულოდნელი იყო. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია იყო გულგრილობა თუ სისტემური პრობლემა.