უკრაინული სამიზნეების გასანადგურებლად ირანულ დრონებზე რუსეთის დამოკიდებულებამ რუსეთი როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხითაც გაკოტრებულად გამოავლინა - განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ირანული შეიარაღების გამოყენება მოსკოვისთვის ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თავდაცვის მრეწველობის დაფინანსების შემდეგ წარუმატებლობის აღიარების ტოლფასია.
ზელენსკის თქმით, იარაღის გამოყენებამ შესაძლოა რუსეთის ლიდერებს იმედები და ილუზიები გაუჩინოს, თუმცა მაინც ვერ დაეხმარება. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმებისას ირანული წარმოების შაჰიდ-136 ტიპის კამიკაზე დრონები გამოიყენა. ირანი უარყოფს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას, რაზეც ვაშინგტონი ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა ირანული კამიკაძე დრონები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებისას.