უკრაინის ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა ხარკოვის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 600-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული დაარეგისტრირეს - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო დანაშაული, ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებამდე არის ჩადენილი.
მათივე ინფორმაციით, დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან, ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ნაწილებმა, საერთო ჯამში, ომის 1601 დანაშაული დაარეგისტრირეს, რომელთა უმეტესობაც, 1421, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 154 კი - კოლაბორაციონისტულ საქმიანობას.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დასახლებული პუნქტების განაღმვა ამ დრომდე მიმდინარეობს.