საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

18 ოქტომბერი 2022, 19:34 589 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკური პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი ვიზიტები. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის და პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი