უკრაინაში ომი გრძლედება, ოკუპანტი ისევ ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებსა და სტრატეგიულ ობიექტებს.
რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, „ტვიტერზე“ დაწერა.
ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინის ელექტროსადგურებზე რამდენიმე იერიში განახორციელა.