კიევში ირანის საელჩოს შენობასთან რუსეთისთვის ირანული დრონების მიწოდების შეწყვეტა მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიევის შევჩენკოს ცენტრალურ რაიონში კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად სანთლები დაანთეს.
თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ექვსი თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე იყო.
უკრაინული მხარის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმები ირანული წარმოების შაჰიდის დრონებით განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის განცხადებით, ირანი, რომელიც რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის, არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.