უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტმა ქვეყანამ ირანიდან 2 400 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეუკვეთა. დღეს რუსეთმა "შაჰედებით" მიიტანა იერიში კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე, გავრცელებული ფოტო-ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად ირანის საგარეოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ არ მიუწოდებიათ "შეიარაღება ომში ჩართული არცერთი მხარისთვის".