იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბოლონია" 3-2 დაამარცხა და ისევ ჩემპიონატის ლიდერი გახდა.
ამ შეხვედრაში კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა ვიქტორ ოსიმენს გაუკეთა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მისმა თანაგუნდელმა ჯაკომო რასპადორიმ ისაუბრა. იტალიელმა აღნიშნა, რომ ქართველ შემტევს წარმოუდგენელი ნიჭი აქვს.
"კვარას გიჟური ხარისხი აქვს, ძალიან კარგი ბიჭია, წარმოუდგენლად ნიჭიერი. ყველანი ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყველამ მაქსიმუმი აჩვენოს და ეს არის ის, რაც განსხვავებას ქმნის“, - განაცხადა რასპადორიმ.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი, 6 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს გასვლაზე „რომას“ წინააღმდეგ ითამაშებს.