“ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს,” - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალი აკურთხა, შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.