ავტოსახელოსნოს მოწყობა გააპროტესტეს გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე

15 ოქტომბერი 2022, 17:28 999 ნახვა

ავტოსახელოსნოს მოწყობას აპროტესტებენ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსის მაცხოვრებლები.  მოქალაქეები ყვებიან, რომ საერთო ეზოში ავტოსახელოსნოს ფუნქციონირება ხმაურს და ანტი-სანიტარიას იწვევს. მათი თქმით, კერძო პირმა ავტო-ნაწილები ნაქირავები ფართის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზეც განათავსა. კერძო ავტოფარეხის მეპატრონემ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურში გვითხრეს, რომ აქამდე პრეტენზია არ დაფიქსირებულა. 

მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი გაიგზავნება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი