ახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება - პუტინის განცხადება

15 ოქტომბერი 2022, 10:57 606 ნახვა

ახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება, დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის მასშტაბური დაბომბვებისკენ არ ისწრაფვის და არც უკრაინის განადგურებას ისახავს მიზნად.

პუტინმა ასევე ისაუბრა ნატოს ჯარების შესაძლო შეყვანაზე უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს იქნება რუსულ ჯართან პირდაპირი შეტაკების მცდელობა, რომელმაც შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. ის ასევე ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ხიდზე დიდი ალბათობით ზღვით შეიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი