რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მას არ დაუსახელებია თუ კონკრეტულად რა ზომებს მიმართავს ნატო, თუმცა ნატო ფხიზლადაა და განაგრძობს რუსეთის ბირთვული ძალების მონიტორინგს.
„თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შემთხვევაშიც კი, ეს ძალიან სერიოზული იქნება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის უკრაინაში ომის ბუნებას. და ცხადია, ამას ექნება შედეგები და რუსეთმა იცის, რომ ამას მოჰყვება შედეგები“, – განაცხდა სტოლტენბერგმა.