რაგბი ევროპის სუპერთასზე „ბათუმი“ „ვულვზს“ უმასპინძლებს

14 ოქტომბერი 2022, 10:20 575 ნახვა

სამკვირიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერთასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ხვალ დაიწყება.  აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი ზედიზედ სამი კვირა ითამაშებს და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევს. 

საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე, რუმინულ "ვულვზს" მასპინძლობს, ხოლო 22-ში "ჰითს" ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "შავ ლომს" ორკვირიანი ტურნე ელის. 

პირველი ქართული ფრენჩაიზი 16-ში ისრაელში, "ჰითს" ერკინება, 23-ში კი "ვულვზს" ბუქარესტში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "შავი ლომი" "ბათუმს" 29 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი