ქალაქ მიკოლაევში მაშველებმა 11 წლის მოზარდი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

13 ოქტომბერი 2022, 18:19 650 ნახვა

უკრაინელმა მაშველებმა  ქალაქ მიკოლაევში 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა. ქალაქი ეს-300-ის ტიპის რაკეტებით დაიბომბა. დანგრეულია 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 3-ზე მეტი  რაკეტა ესროლეს. არიან დაშავებულები. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკრაინის  40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, თავის მხრივ უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს  25  რუსულ სამიზნეზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში