უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

13 ოქტომბერი 2022, 11:57 572 ნახვა

უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს  - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვენედიქტოვმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, დასავლური ქვეყნების რეალური ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი „კონფლიქტის უშუალო მხარეს“ წარმოადგენენ. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში უკრაინის მიღება ამ მონაწილეობას ავტომატურად გადაიყვანს ახალ ხარისხში, რადგან ამოქმედდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი და ასეთ ქმედებებს ექნება სერიოზული შედეგები მთელი კაცობრიობისთვის.

"კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა, შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას.

ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: უკრაინის ნატო-ში ან აშშ-ის ეგიდით შექმნილი რამე სხვა ალიანსებში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი