შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან

13 ოქტომბერი 2022, 11:42 536 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება და მონაწილეობს საქპატენტის 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციაში.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით ქალთა და ახალგაზრდების ხელშეწყობის საჭიროებას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ამ მიმართულებით ფორმალური განათლების და საქართველოს კულინარიული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი