ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლიმ'' საკუთარ მოედანზე ამსტერდამის ''აიაქსი'' მიიღო და 4-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგამ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლი'' 12 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება ორი ტურით ადრე მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 4 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტი აქვს.
16 ოქტომბერს „ნაპოლი“ სერია ა-ს მორიგ ტურში 'ბოლონიას'' უმასპინძლებს.