დღეს ნათლისღებაა, ეს ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა და მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი ურიგდებათ. ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს. ნონა დიასამიძე ისაუბრებს უფრო დეტალურად.