რუსეთის ძალებმა ქალაქ ავდეევკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 8 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ავდეევკას ცენტრალურ ბაზარზე.
"ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა - მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“,- აცხადებს კირილენკო.