ბათუმის ავარიული სახლების გარეშე. როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები და საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
პროგრამის მიზანია 300-მდე კორპუსი ახლით ჩანაცვლდეს, შედეგად უსაფრთხო საცხოვრებელი 3 ათასზე მეტ ოჯახს ჰქონდეს.