უკრაინამ აშშ-სგან კიდევ ოთხი სარაკეტო საარტილერიო სისტემა HIMARS-ი მიიღო-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან კიდევ 4 HIMARS-ი ჩამოვიდა! მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, ლოიდ ოსტინსა და ამერიკელ ხალხს", - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.
მისივე განცხადებით, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, რადგან IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე მიიღეს.
„ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი.