გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა 193 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ორგანოსადმი რუსეთის მოწოდებას კვირის ბოლოს ფარული კენჭისყრის ჩატარების შესახებ. საუბარია რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას გმობს.
გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით გადაწყვიტა, რომ საჯარო კენჭისყრას ჩაატარებს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც დაგმობს რუსეთის "უკანონო ე.წ. რეფერენდუმს" და "არალეგალური ანექსიის მცდელობას".
რეზოლუციაზე კენჭისყრა სავარაუდოდ ოთხშაბათს გაიმართება. მხოლოდ 13 ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციის პროექტზე საჯარო კენჭისყრას, კიდევ 39 ქვეყანამ თავი შეიკავა და დანარჩენმა ქვეყნებმა ხმა არ მისცეს.