კიევზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ყოფილმა მოკრივემ და დედაქალაქის მერის ძმამ ვლადიმერ კლიჩკომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.
ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვის შედეგად მხოლოდ კიევში დაიღუპა 5 და დაშავდა 12 ადამიანი. მთელ უკრაინაში კი დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე, ხოლო დაშავებულთა 105-მდე გაიზარდა. ქვეყნის 12 ოლქში 20-მდე ქალაქი გახდა რუსული საავიაციო დარტყმების სამიზნე. 84-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 56-ის განეიტრალება შეძლეს.
კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლის და ხმელნიცკის ოლქებში 301 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე უშუქოდ რჩება.
ხელისუფლება მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.