ლიპარტელიანმა და სულამანიძემ პირველი ბრძოლები მოიგეს

11 ოქტომბერი 2022, 10:03 360 ნახვა

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე ასპარეზობენ. ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი შებოჭვით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შემდეგ ტატამზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე გავიდა. იგი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე ეტაპზე გერმანელი დანიელ ჰერბსტი იპონით დაამარცხა და ისიც მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ დაიკავეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი