რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - უკრაინული მედია

11 ოქტომბერი 2022, 10:05 424 ნახვა

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს-ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში საოლქო ცენტრზე მიიტანეს.

ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივნის ანატოლი კურტევის ცნობით, მოწინააღმდეგის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაზიანებულია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი უცნობია.

„ოკუპანტმა რაკეტებით შეუტია საოლქო ცენტრს. მტრის სამიზნეს ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში!“ - განაცხადა სტარუხმა.

ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში