უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

10 ოქტომბერი 2022, 16:15 684 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩოში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, დღეს დილით, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, იგი უკრაინის შეირაღებულ ძალებში  2014 წლიდან მსახურობდა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის  ომში 20-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში