ლაშა ბექურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები მოიგეს

10 ოქტომბერი 2022, 10:27 568 ნახვა

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყო, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავს – მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

ბექაური პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი იაპონელი კოსუკე ნიშიამა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

რაც შეეხება მაისურაძეს, პირველ წრეში ისიც ისვენებდა, მეორე წრეში კი ლიბანელი კარამნობ საგაიპოვს დამაჯერებლად მოუგო და ისიც მეორე ეტაპზე გავიდა.

ორივე ქართველ ძიუდოისტს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ წონის მთავარ ფავორიტებად მიიჩნევენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი