ტრამპი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეებზე საუბრობს

10 ოქტომბერი 2022, 11:14 538 ნახვა

უკრაინაში ომის მესამე მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხეზე საუბრობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბაიდენის ადმინისტრაციას  უკრაინის ომთან დაკავშირებით  პოზიციის გამო აკრიტიკებს.

არიზონის შტატში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია უკრაინის ომის დასრულების მიზნით  დაუყოვნებლივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.

ექს-პრეზიდენტი ომის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე გამანადგურებელი იარაღის ხელმისაწვდომობასაც ასახელებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის დაცემის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია არჩევნებზე რესპუბლიკელების მხარდაჭერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი