შავი იანვარი იყო დღევანდელი ლექციის თემა, რომელიც აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა დღეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართა. რაშიდ ისმაილოვმა 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შესახებს სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 26 წლის წინ საბჭოტთა ჯარებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს. 134 დაღუპული, 700-ზე მეტი დაჭრილი, 400-მდე უგზო უკვლოდ დაკარგული, 2000-ზე მეტი დაპატიმრებული - ეს ბაქოს „შავი იანვრის“ სტატისტიკაა. ე.წ. გადატრიალების დროს საბჭოთა ხელისუფლებამ მსგავსი სისხლიანი რეიდები ალმაატაში, სუმგაითში, თბილისსა და ვილნიუსში მოაწყო.