ბათუმში კონტაქტურ კარატეში ჭაბუკთა შორის ჩემპიონატი დასრულდა 

09 ოქტომბერი 2022, 14:33 623 ნახვა

ბათუმში დასრულდა საქართველოს პირველობა კონტაქტურ კარატეში ჭაბუკთა შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეჯიბრება,  ვაჟთა და  გოგონათა შორის ჩატარდა, შესარჩევი ტურნირი, საკვალიფიკაციოს ხასიათს ატარებდა, სადაც გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში.

ევროპირველობა 4-5 ნოემბერს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში