სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.
მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასურის გაზრდის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის, მოსალოდნელი შემოსავალი დაახლოებით 40 მლნ ლარია, რაც როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.