რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინაში ახალი მეთაური ჰყავს

09 ოქტომბერი 2022, 11:33 664 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაური შეცვალა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  მიიღო. მეთაურის თანამდებობაზე გენერალი სუროვიკინი დაინიშნა, რომელიც 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა, იმავე წლის მარტიდან კი სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში.

მეთაურის ცვლილებამდე რუსულ ძალებს უკრაინის ომში გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი